მარკეტინგი
აქ მარკეტინგი ბანერების და პოსტების გამოქვეყნებით არ იწყება და ნამდვილად არ მთავრდება „რეკლამით“. ჩვენთვის მარკეტინგი თავიდანვე პროცესის შუაგულშია ,იქ, სადაც იქმნება პროდუქტი, იზრდება იდეა და ყალიბდება ის, რაც შემდეგ მომხმარებლამდე მიდის. ჩვენ არ ველოდებით, როდის დასრულდება პროექტი, რომ ლამაზად შევფუთოთ. ჩვენ იმ პირველი ხაზების გვერდით ვართ, რომლებიც არქიტექტორის ფურცელზე ჩნდება. იმ გეგმის გვერდით ვდგავართ, რომელსაც დეველოპერი აყალიბებს. მარკეტინგი ჩვენს კომპანიაში ინსტრუმენტია, არა მომსახურება. ჩვენ ვუყურებთ ყველაფერს მომხმარებლის თვალით და ვეკითხებით გუნდს: „რატომ ასე? რა იქნებოდა, რომ..? იქნებ სულ სხვანაირად?“ ჩვენი საქმეა შევაწუხოთ კომფორტი — დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ ნაცნობი და კომუნიკაციაში გადავიტანოთ ის იდეა, რაც უბრალოდ ლამაზი კონცეფცია კი არა, ღირებულად გარდაქმნილი გამოცდილებაა. ჩვენ არ ვქმნით პროდუქტს ბაზრისთვის — ჩვენ ვცდილობთ, შევცვალოთ თვითონ ბაზარი. ამიტომ ეს ფანჯარა მარკეტერის დაწერილია ,ისევე, როგორც ყველაფერი ჩვენთან, იდეიდან იწყება და სინამდვილეში მთავრდება. ეს არის ჩვენი მარკეტინგი: თამამი, თანაბარზომიერი და სრულად ჩართული. არა ხმაურიანი, არამედ ისეთი, რომელიც შეუჩერებლად ქმნის განსხვავებას.
